There is no favorite listings!
ვაკანსიის დახასიათება

“PepsiCo” წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.

“PepsiCo” უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერტიფიცირებულია, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი – TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობაზე რძის პროდუქტების საწარმოში, ფონიჭალაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახორციელებს ნიმუშების აღებას, ამზადებს ნიმუშებს რძეზე და რძის პროდუქტებზე კვლევის საწარმოებლად
** ახორციელებს რძის და რძის პროდუქტების ხარისხის ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს დადგენილი კვლევის მეთოდებისა და ტექნოლოგიურ პროცესებზე არსებული ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად.
** ატყობინებს ხარისხის მართვის მენეჯერს საკონტროლო მაჩვენებლების ნებისმიერ
გადახრაზე.
** ახორციელებს აღჭურვილობის გასარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების კონცენტრაციის
კონტროლს.
** უზრუნველყოფს ლაბორატორიის ჭურჭლის რეცხვას კვლევების ჩატარების შემდგომ და ამზადებს მას მომდევნო სამუშაოსთვის.
** აწარმოებს დეტალურ ლაბორატორიული ჟურნალს და სხვა დოკუმენტებს რძეზე და რძის პროდუქტებზე.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული/ უმაღლესი განათლება ქიმიის ან სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება ლაბორატორიულ საქმიანობაში, სასურველია საწარმოში
** სურსათის უვნებლობის AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა
** სასურველია უცხო ენების – რუსულის ან ინგლისურის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი
** 12-საათიანი ცვლის გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა (დღისა და ღამის ცვლები)

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა
** ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა
** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 თებერვლამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

PepsiCo - ქიმიკოს-ლაბორანტი

თბილისი

ვაკანსიის ID #1078
დეტალები
ვაკანსიის ტიპი : ვაკანსიები
ვაკანსიის ID : 1078
გამოქვეყნების თარიღი : 12.01.2023
რეგიონი : თბილისი
კატეგორია : სხვა
Style Selector
Select the layout
Choose the theme
Preset colors
No Preset
Select the pattern